ფოთის თეატრს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა 27 05 21
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ეწვია.სტუმრობისას მინისტრმა თეატრის შენობა, დაათვალიერა შემდეგ კი, საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებს და ფოთის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდა,შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ფოთის მერია, რომლის ბალანსზეც არის თეატრის შენობა, ხელს შეუწყობს შენობის რეაბილიტაციის პროექტს, რათა უახლოეს პერიოდში შეიქმნას შენობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის პროექტი,რომელმაც თავდაპირველად უნდა გაიაროს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა ფოთის თეატრის დასს მისივე შენობაში დაბრუნების და მუშაობის საშუალება მიეცეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რამაზ იოსელიანს ესაუბრა
შეგახსენებთ რომ ფოთის თეატრის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების გამო, წლებია შენობაში წვიმის წყალი ჩადის და თეატრის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამიტომ თეატრი ფოთის ფოლკლორის ცენტრის შენობაშია შეხიზნული.