სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 10 შემთხვევა დაფიქსირდა 27 05 21

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Sinovac-ის ავტორიზაციის ოფიციალურ დოკუმენტს, სავარაუდოდ, პარასკევს გამოაქვეყნებს. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა და იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მან ასევე განმარტა, რა ვაქცინები შემოვა საქართველოში ზაფხულში. მე განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა გავუზიაროთ საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ანდჟეი დუდამ განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ამით პოლონეთი ქართველ ხალხს თავის მეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენებს. კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის, სენაკისა და აბაშის კლინიკებში,ფოთისა და ზუგდიდის ჰოსპიტალებში მკურნალობენ. ამ დროისთვის რუხის კლინიკაში 141 კოვიდ პაციენტი იმყოფება -, ფოთის კლინიკაში – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 22, სენაკის ლაზიკა მედში – 46 პაციენტი. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები