სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 28 05 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 29-30 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს. 29 მაისის მონაცემებით. ფოთში  შაბათს, 29 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16 გრადუსი, +18 გრადუსი: ღამით: +15 გრადუსი, +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, დღის პირველ ნახევარში კი უნალექობა . 30 მაისის მონაცემებით ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი, +21 გრადუსი, ხოლო ღამით +16 გრადუსი, +18 გრადუსი იქნება. დღის დასაწყისში და ღამის მეორე ნახევარში უმეტესად უნალექობაა მოსალოდნელი, 31 მაისის მონაცემებით ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი, +27 გრადუსი, ხოლო ღამით +16 გრადუსი, +18 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში უნალექობასა და ცვალებად მოღრუბლულობას უნდა ველოდოთ.

მსგავსი სტატიები