სიახლე 

ფოთში დასუფთავების აქცია მოეწყო 07 06 21

ფოთში 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, დასუფთავების აქცია გაიმართა ,მასში მონაწილეობა ფოთის მერიის წარმომადგენლებმაც მიიღეს. გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ისახავს. შეგახსენებთ,რომ გარემოს დაცვის დღე 1972 წელს დაფუძნდა და მას ყოველწლიურად სხვადაახვა აქტივობებით აღნიშნავენ. წელს ფოთში დასუფთავების აქცია მოეწყო,რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გახორციელდა

მსგავსი სტატიები