სიახლე 

წმინდა ნინოს პანსიონატის ამბავს მეუფე გრიგოლი გამოეხმაურა 08 06 21

ნინოწმინდის პანსიონატის გახმაურებული ამბავი განსაკუთრებით აქტუალური ბოლო პერიოდში გახდა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ჟურნალისტი პანსიონატში არ შეუშვეს, გაჩნდა კითხვები თუ რა იყო ამის მიზეზი. მედიაში გავცრეცლდა ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებიც სწორედ ნინოწმინდის პანსიონში იზრდებოდნენ, ისინი ამბობენ, რომ ძალადობის მსხვერპლები იყვნენ აღმზრდელებისაგან.

როგორც ირკვევა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პანსიონატში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე აღიძრა. თუმცა, ონლაინ სივრცეში ის ვიდეოებიც ვრცელდება, სადაც ადრე პანსიონატში მცხოვრები მოზარდები მეუფე სპირიდონზე გავრცელებული ამბებს, აბსურდს და ცილისწამებას უწოდებენ.

ჩვენ დავუკავშირდით ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრებ ბავშვსა და მის მშობელს, როგორც ისინი აღნიშნავენ , პანსიონატში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

აღნიშნულ საკითხს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი გამოეხმაურა : ,, მე მივესალმები თუ უწესრიგობაა წესრიგის დამყარებას, თუ დანაშაულია აღმოფხვრას, თუ რაიმე უკეთურებაა გამოსწორებას ‘’- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, მას იმედი აქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონატში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, ოთხი საქმე აღიძრა. ამ დროისთვის აღსაზრდელში მყოფი ბავშვები პანსიონატიდან გადაჰყავთ.

მსგავსი სტატიები