სიახლე 

ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდა 08 06 21

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება. პარტიის წევრები დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრებიან, ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობას“ 32-წევრიანი საპარლამენტო ფრაქცია ექნება, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ნაცინალური მოძრაობის ფოთელ ლიდერებს დაუკავშირდა. შეგახსენებთ, რომ ბოიკოტის დასრულების შესახებ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. აღსანიშნავია რომ, პარლამენტში შესვლის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

მსგავსი სტატიები