პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა 08 06 21
პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია, „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული არის მრავალპატრიული ფრაქცია, რომელშიც დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილნი.
„ფრაქციის სახეწოდება „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოდის იმ შეთანხმებიდან, რომელი შეთანხმებითაც შემოვედით ამ პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა“-განაცხადა ინტერვიუს დროს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსნებთ, რომ ფრაქციის „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.