დასავლეთ საქართველოში ფაროსანას შეწამვლა დაიწყო 08 06 21
ფაროსანას შეწამვლა დაიწყო.დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს და მავნებლის კონტროლის ღონისძიებებს უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებენ.
იმ ტერიტორიაზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფები „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მეშვეობით წერტილოვან შეწამვლას ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში 2016 წელს გავრცელდა და თხილის მოსავალი დააზიანა. თხილის გარდა, ფაროსანა აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.