სიახლე 

ფოთში მინიმალური რაოდენობის ნაგვის ურნების გამო დაბინძურების პრობლემა იქმნება 08 06 21

 ქალაქ ფოთში არსებული მინიმალური რაოდენობის  ნაგვის ურნების გამო , ქალაქში დაბინძურების პრობლემა იქმნება.აღნიშნული საკითხის გასარკვევად  ჩვენ  ქალაქ ფოთის სერვისების ცენტრის დირექტორს, ვერა ლაღიძემ დავუკავშირდით.

 როგორც ლაღიძე აცხადებს, ნაგვის ურნების დამატებასთან დაკავშირებით მოსახლეობამ სერვისების ცენტრის სახელზე განაცხადი უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ,მერიის  მიერ გადმოცემულ ნაგვის ურნებს მათთვის სასურველ ადგილებზე დადგამენ.,, მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ ავიცილებთ ქალაქის დაბინძურების ფაქტებს’’. განაცხადა სერვისების ცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ  ნაგვის ურნების ხელმისაწვდომ ადგილებში არარსებობის გამო ჩვენ  ფოთის სერვისების ცენტრის დირექტორს,  დავუკავშირდით და როგორც გავარკვიეთ აგვისტოს ბოლოს ქალაქს  80  ახალი ურნა შეემატება, რომლებსაც მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით სხვადასხვა ტერიტორიაზე განათავსებენ.

მსგავსი სტატიები