სიახლე 

ფოთში იერუსალიმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 09 06 21

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ. აღსანიშნავია რომ არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა. საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, ხორციელდება ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია “ნიუპოვერი„ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 367 ათას ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები