სიახლე 

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე ევროპულ სასამართლოში განიხილება 17 06 21

„დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს,“ –  განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა, მისივე  თქმით,  ევროპულ სასამართლოს კითხვები სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან, ასევე, სასამართლოს სხდომების დახურვასა და  უდანაშაულობის პრეზუმციიის დარღვევას უკავშირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაკომუნიცირდა ეს საქმე, რაც ნიშნავს საჩივრის განხილვა სხვა ეტაპზე გადავიდა, ანუ საჩივარმა გადალახა წინა ეტაპი, რაც გულისხმობს შეფასებას, თუ რამდენად დასაბუთებულია, ის პრეტენზიები, რომელიც არის წამოყენებული. ახლა დგას უკვე არსებითი ეტაპი და მთავრობამ უნდა გასცეს პასუხები იმ შეკითხვებს, რომლებიც არის ევროპული   სასამართლოს მიერ დასმული.”განაცხადა ჯანდიერნმა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ  გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს, მას სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სტატიები