სიახლე 

ამინდის პროგნოზი 18 06 21

მორიგი საერთაშორისო საჭადრაკო გუნდური ტურნირი ონლაინ პლატფორმა lichess.org -ზე ჩატარდა,რომელშიც მონაწილეობა ფოთის საჭადრაკო კლუბ “ნანა“-ს გუნდმაც მიიღო, მათ ტურნირში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს და უახლოესი მდევარი 63 ქულით ჩამოიტოვეს.ფოთის საჭადრაკო კლუბის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი გამზარდია, აკაკი ყალიჩავა, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე, მერაბ წულეისკირი, გაგა გვასალია, გიორგი სულაბერიძე, გიორგი წულაია, ელენე ჯობავა, დემეტრე კაკულია და დათო კოდუაკლუბმა ამ გამარჯვებით ზედა ლიგაში გადაინაცვლა და მორიგ ტურნირს 20 ივნისს გამართავს. აღსანიშნავია, რომ ონლაინ საერთაშორისო საჭადრაკო გუნდურ ტურნირში , ფოთის საჭადრაკო კლუბი „ნანა“-ს გუნდმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

მსგავსი სტატიები