სიახლე 

,,თბილისი პრაიდის” ჩატარებას მმართველი პარტია გამოეხმაურა 18 06 21

მმართველ პარტიაში უკვე ღიად აანონსებენ ,რომ 5 ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ კვირეული არ უნდა ჩატარდეს და მონაწილეებმა მანიფესტაციის ჩატარებაზე უარი უნდა განაცხადონ, აღნიშნულ საკითხს „პრაიდის“ ორგანიზატორები ეხმაურებიან , როგორც ისინი აცხადებენ : „თბილისი პრაიდი„ მაინც ჩატარდება, ასეთია აქტივისტების პასუხი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. „ხელისუფლება საშიშ რიტორიკას აჟღერებს, მაშინ როდესაც პირდაპირ ეხებიან ადამიანის თავისუფალი აზრისა და სიტყვის გამოხატვას, რაც ჩვენს კანონს ეწინააღმდეგება“-განაცხადეს ორგანიზატორებმა ინტერვიუში.საკანონმდებლო ორგანოში კი დილიდან, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება, ერთის მხრივ დეპუტატები ამბობენ, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მათ შორის საჯარო მანიფესტაციის უფლება, მეორე მხრივ კი ამბობენ,რომ ღონისძიება რომელიც ქვეყანაში იქნება დესტაბილიზაციისა და დაპირისპირების გამომწვევი, არ უნდა ჩატარდეს.შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდი“-ს კვირეული 5 ივლისს არის ჩანიშნული.

მსგავსი სტატიები