სიახლე 

ნინო ლომჯარიამ საკანონმდებლო ორგანოში 2020 წლის ანგარიში წარადგინა 18 06 21

დღეს ერთი წელი გავიდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან, 19 წლის ფეხბურთელი 2020 წლის 18 ივნისს ღამით გაუჩინარდა, , 4 დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

19  წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე, 2 არასრულწოვანს 10 წლითა და 6  თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 სრულწლოვან ბრალდებულს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ომბუცმენის ანგარიშშიც მოხვდა, ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, ის დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო, სადაც 2020 წლის ანგარიშით წარსდგა, ასევე მის ანგარიშში მოხვდა სხვა გახმაურებული მკვლელობები, როგორიცაა მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩისა და ბაჩალიაშვილის საქმეებიც.

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია დღეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე საკითხებს შეეხო.

მსგავსი სტატიები