სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 3 შემთხვევა დაფიქსირდა 28 06 21

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ მოქალაქეებს „დელტას შტამისგან“ ვერ იცავს, სრულყოფილი არ არის, რადგან მეცნიერებს კითხვები სხვა ვაქცინების მიმართაც აქვთ, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის დამარცხებისთვის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი იარაღია, თუმცა რეგულაციების დაცვა ასევე აუცილებელია.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოსთვის, საქართველო ერთ მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 181 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 181 096 913 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 923 105 ადამიანი გარდაიცვალა.

 დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთში – 23 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 80 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში 17 .სენაკის კლინიკა სენამედში 12,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 10 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 26 პაციენტი, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები