სიახლე 

ფოთში მცხოვრები , 83 წლის პოეტი რუსუდან ნარსია, მეორე წიგნის გამოცემას ელოდება 28 06 21

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთაგან ერთ-ერთი, ფოთში მცხოვრები , 83 წლის პოეტი რუსუდან ნარსია-ჯინჭარაძე გახლავთ.

როგორც ქალბატონი რუსუდანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, საკუთარი კარ-მიდამოს მიტოვება და ნოსტალგია აფხაზეთზე გახდა ინსპირაციის წყარო,  რაც შემდეგში ლექსების წერის მიზეზად იქცა. თუმცა, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ლექსების წერით რუსუდანი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა და  და ირგვლივმყოფების გაოცებასაც  იწვევდა.

რუსუდანს თავისი ცხოვრების მანძილზე , 1000-მდე ლექსი და 30-მდე ზღაპარი აქვს შექმნილი, თავისი საავტორო წიგნი „ზღვის სურნელი“  2017 წელს გამოუშვა. ამჟამად კი  მეორე წიგნის დაბეჭდვის მოლოდინშია, რომელიც დაახლოებით  600 ლექსისგან შედგება. აღფრთოვანებას იწვევს ის ფაქტი,რომ 83 წლის  პოეტმა,თავისი ყველა  ნაწარმოები ზეპირად იცის.

დღესდღეობით  პოეტის ლექსების კრებულის შეძენა , ფოთის 4-ივე ბიბლიოთეკის ფილიალშია შესაძლებელი.

ინტერვიუ შეგახსენებთ, რომ  რუსუდან ჯინჭარაძე-ნარსია 83 წლის  ფოთში მცხოვრები პოეტია,  მისი პირველი წიგნი 2017 წელს დაიბეჭდა,ხოლო  მეორე  სავარაუდოდ 2021 წლის ბოლომდე იხილავს მზის შუქს..

მსგავსი სტატიები