ფოთში კორეის დელეგაცია იმყოფება 29 06 21
საქართველოში სამხრეთ კორეის მიერ ოფიციალური დახმარების პოლიტიკის (ODA)-ს ფარგლებში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შემდეგი ეტაპი იწყება.
აღნიშნული პროექტი საქართელოში სამხრეთ კორეის ინიციატივით ხორციელდება და საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართელოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს „ საქართველოში სამხრეთ კორეის რწმუნებული დაესუ ჩანგი, კონსული კო ოკ სოკი, ასევე სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს ინჟნრები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშოები და შესრულებული გეგმები განიხილეს, ასევე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მიმდინარე ეტაპზე იგეგმება ტრენინგები ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალისათვის, ჰიდროგრაფიული ტექნიკის და და სპეციალური აპარატურის გადმოცემა ბათიმეტრიული კვლევების საწარმოებლად, ხოლო პროექტის დასასრულს საქართელოს ჰიდროგრაფიულ სამსახურს გადაეცემა ჰიდროგრაფიული კატამარანი.
აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.