სიახლე 

პარტია ,,ერის” მხარდამჭერები 5 ივლისისთვის ემხადებიან 28 06 21

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი : პოლიტიკური პარტია „ერი“-ს დამფუძნებლის ლევან ვასაძის მხარდამჭერები 5 ივლისს „სოლიდარობის მარშის“ ჩასაშლელად ემზადებიან, 3 საათიანი მსჯელობის შემდეგ, „თბილისი პრაიდი’’-ის“ მსვლელობა „თანასწორობისთვის“ ჩაშლა დაიგეგმა.

„თბილის პრაიდის“ ორგანიზებით, „თავისუფლების“ კვირეული 1 ივლისს დაიწყება და 5 ივლისს „სოლიდარობის“ მარშით დასრულდება, რადიკალთა ჯგუფები კი ხელისუფლებას აღნიშნული ღონისძიების გაუქმებას სთხოვენ და ამბობენ, რომ თუ მთავრობა ქუჩაში თანასწორობის მოთხოვნით ადამიანებს გამოსვლის უფლებას მისცემს, მაშინ რადიკალების მხარდამჭერები, მათ წინააღმდეგ  დიდ არეულობას შექმნიან.

შეგახსენებთ, რომ ე,წ „თბილისი პრაიდის“ კვირეული 1 ივლისს დაიწყება და 5 ივლისამდე გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები