სიახლე 

ფოთში, საკრებულოს რიგით მე-8 სხდომა გაიმართა 29 06 21

დღეს,ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-8-ე სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს, სხდომა სიტყვიერი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის,მაია მაკალათიას ანგარიშის მოხსენებას მოჰყვა.სხდომაზე ფოთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა მამუკა ხორავამ განცხადება გააკეთა, ფოთში არსებული კლინიკა „ბომონდი’’-ში“ დიალიზის ცენტრის გასხნასთან დაკავშიორებით და განაცხადა, რომ აღნიშნულით სარგებლობა მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩევნ კლინიკა „ბომონდი’’-ს“ პიარმენეჯერს სანდრო გუჯაბიძეს ვესაუბრეთ, როგორც მან განაცხადა, საკითხზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და დიალიზის ცენტრი კლინიკა „ბომონდი-ში„ ივლისის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.შეგახსენებთ, რომ დღეს ფოთის საკრებულო რიგით მე-8 -ე სხდომა გაიმართა, წარდგენილი 7 საკითხიდან ,კომისიამ შვიდივე დადებითად ცნო.

მსგავსი სტატიები