დღეს ფოთის შესასვლელთან “გალფის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. 29 06 21
დღეს დილის 5 საათზე, ფოთის შესასვლელთან “გალფის” ბენზინგასამართი სადგური და მარკეტი დააყაჩაღეს. შეარაღებული ნიღბიანი პირი სუპერმარკეტში შეიჭრა და იარაღის მუქარით მოლარეს თანხა გამოსძალა. წაღებულია სიგარეტი და ძვირადღირებული სასმელი. ადგილობრივების განცხადებით ბენზინგასამართ სადგურებს პოლიცია იცავს,მათივე თქმით სამართალდამცველები სულ რამდენიმე წუთის გასულები იყვნენ ადგილიდან, რა დროსაც, ერთი შეიარაღებული მამაკაცი მარკეტში შეიჭრა , იქიდან განოსულმა კი ბენზინგასამართი სადგურის ორ თანამშრომელს იარაღის მუქარით თანხა წაართვა და მიიმალა. მომხდარ ფაქტზე ,,გალფი’’-ს თანამშრომლებს საუბარი არ სურთ. აღნიშნულზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ემუხლით.