„ანა-ბანა“-ს აღსაზრდელებმა კონცერტი გამართეს 01 07 21
30 ივნისს ფოთში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ,,მოსწავლე – ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრი’’-თან არსებულმა სტუდია, ანა-ბანა’’ს აღსაზრდელებმა მაყურებლებს მუსიკალური ნომრები შესთავაზეს.
ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. როგორც ჩვენთან ინტერვიუში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ აღნიშნა ქალაქში არაერთი კულტული ღონისძიება ჩატარდება.
,,მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი’’-ს დირექტორმა ნანუკა ღურჯიამ კი კოვიდპანდემიის უარყოფით გავლენებზე გაამახვილა ყურადღება.
აღსანიშნავია რომ კონცერტმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. 3ივლისს კი ,,ანა-ბანა“-ს და ,,მზის გული“-ს ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.