დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 01 07 21

დღეს, საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდები წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული ექნებათ კორონავირუსი, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.აბიტურიენტებს პირადობის მოწმობასთან და საგამოცდო ბარათთან ერთად, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი გამოცდაზე არ დაიშვებიან.ასევე, გამოცდაზე შესვლამდე მათ თერმოსკრინინგი უტარდებათ და თუ რომელიმე აბიტურიენტს  37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ისინი გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ, რითაც თითოეული საგამოცდო ცენტრია აღჭურვილი,მათ შორის ფოთშიც.

როგორც ჩვენთან ინტერვიუში, ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ განაცხადა,ქვეყანაში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.ფოთის საგამოცდო ცენტრმა პირველ სესიაზე 165 აბიტურიენტი მიიღო, ხოლო აღნიშნულზე ,ფოთიდან სამი აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში  ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო და თვის ბოლომდე  დასრულდება. ფოთში საგამოცდო პუნქტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის, №3 საჯარო სკოლაში მდებარეობს.

მსგავსი სტატიები