სიახლე 

ოდესის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები ფოთს ესტუმრნენ 02 07 21

საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ინსტიტუტის (IIASC) მიერ ორგანიზებული ტრენინგის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ოდესის საზღვაო აკადემიის დუნაის ინსტიტუტისა და ხერსონის სახელმწიფო საზღვაო ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში წარმომადგენლები საზღვაო აკადემიის სასწავლო პროგრამებებს გაეცნენ, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს და საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. აღსანიშნვია, რომ ვიზიტის ფარგლებში ოდესის საზღვაო აკადემიის დუნაის ინსტიტუტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინსტიტუტის წევრებმა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალიც დაათვალიერეს.  სამუშაო შეხვედრის ფორმატში მხარეებმა საზღვაო პროფესიული განათლების გამოწვევებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერპექტივები დასახეს.

მსგავსი სტატიები