ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების გამოკვლევები მიმდინარეობს 05 07
ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კლინიკა ლაზიკამედში,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინასებით, თვალის პათოლოგიებისა და სქოლიოზის გამოვლენისა და მისი პრევენციის მიზნით, პროფილაქტიკური კვლევები დაიწყო.პაციენტებს მომსახურებას ქუთაისიდან მოწვეული, სპეციალისტები: ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი რობაქიძე და ექიმი ოფთალმოლოგი ქეთევან გიორგიძე უწევს. აღსანიშნავია,რომ პაციენტების მიღება 4 ივლისს დაიწყო და აღნიშნული პროგრმა მიმდინარე წლის დეკემბრამდე გაგრძელდება