ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 1 შემთხვევა დაფიქსირდა 05 07 21
საქართველოში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციას ხვალიდან იწყებს. მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინები თბილისსა და რეგიონებში უკვე გადანაწილებულია.სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულებები. აღიჭურვა და გადამზადდა 300 ბრიგადა და 150 კლინიკა.კიბერშეტევის გამო, მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, სპეციალური პორტალი Booking.moh.gov.ge ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მუშაობს და ჩამონათვალში არ ჩანს ის ვაქცინა, რომლითაც ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაიწყოს.ისრაელში, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70%-ით ეფექტურია.კვლევამ ასევე ცხადყო, რომ Pfizer-ის ვაქცინა ასევე ეფექტურია ე.წ. ინდური ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებში სერიოზული სიმპტომების განვითარების პრევენციის თვალსაზრისითაც.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 838 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23 შემთხვევა დაფიქსირდა.ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 91კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 21 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 12 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 9 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 44 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 1ახალი შემთხვევა გამოვლინდა.