5 ივლისს თბილსიში დაგეგმილი ღირსების მარში გადაიდო 06 07 21
გუშინ, 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი ღირსების მარში არ ჩატარდა, მიზეზი კი ღონისძიების წინააღმდეგ გახორციელებული კონტრაქცია გახდა.დედაქალაქში ლგბტ თემის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილი შეიკრიბა, რომელმაც ძალადობრივი ხასიათის ქმედებები ჩაიდინა. აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ გუშინდელ აქციაზე დაზარალებულები არიან როგორც რიგითი მოქალაქეები ასევე მედია საშუალებების წარმომადგენლები. აღნიშნულ საკითხს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.მათ სრული პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობდა, სადაც რიგითი მოქალაქეები და 55-მდე მედიის წარმომადგენლები დაზარალდნენ. სამაუწყებო კომპანია მეცხრე ტალღა გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს.