სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 5 შემთხვევა დაფიქსირდა 08 07 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ამჟამად კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ.

„ამჟამად ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ, რაც ვაქცინების უთანასწორო წარმოებითა და განაწილებითაა განპირობებული და რაც ასევე საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკის აღდგენას. ეს არ უნდა ყოფილიყო ასე და არც ასე უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამის 52 შემთხვევაა აღრიცხული და კიდევ რამდენიმე შესაძლო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.

ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებმაც დღეს გადმოგვცეს დამატებით ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობდეს ტექნიკურად გამართულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 58 შემთვევა დაფიქსირდა, რუხის კლინიკაში იმყოფება – 78 კოვიდპაციენტი,ფოთის კლინიკაში 12, სენაკის კლინიკა სენამედში  12, აბაშის ევექსის  კლინიკაში – 10, სენაკი ლაზიკა მედში -45,სულ გამოჯანმრთელდა 27 პირი, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის ინფორმაციით,ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის  5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები