ფოთში მატარებლით ჩამოსულ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურებათ 08 16 21
ფოთელმა ბექა ყარალაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის სახელზე,ტრანსპორტის აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანა. კერძოდ ის სადგურიდან სხვადასხვა მიმართულებით,ავტობუსების დანიშვნას ითხოვდა. აღნიშნულ საკითხს მეცხრე ტალღამ სიუჟეტი მიუძღვნა,როგორც ბექა ყარალაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა,,,ფოთში მატარებლის ჩამოსვლის შემდეგ ხალხს ავტობუსები ემსახურებოდათ, რაც კოვიდრეგულაციების ამოქმედების შემდეგ გაუქმებულია და მის აღდგენას ვითხოვ” აცხადებდა ყარალაშვილი.აღნიშნული საკითხი დაკმაყოფილდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ფოთში მატარებლით ჩამოსულ მგზვარებს მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება! ამასთან ქალაქში ავტობუსების მუშაობის განრიგი გახანგძლივდა 21:00-ის ნაცლად 00:00 საათამდე მოემსახურება.ამასთან ავტობუსებს ბარათით გადახდის სისტემაც დაემატება.