სიახლე 

ფოთში, ოთხმა საჯარო მოხელემ თანამდებობა დატოვა 08 16 21

ფოთში, ოთხმა საჯარო მოხელემ თანმდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადებები მათ დღეს გააკეთეს. როგორც ისინი აცხადებენ, მუდმივი რადიკალიზმი და პოლარიზება როგორც ქვეყნის ისე ქალაქის განვითარებას ხელს უშლის და სწორედ ეს გზა აქვს არჩეული დღეს მოქმედ ხელისუფლებას, მათივე თქმით, ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური კურსი მიუღებელია და გიორგი გახარიას გუნდს, პარტია ,,საქართველოსთვის” უერთდებიან. ,,აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არის ქვეყანაში და ქალაქში არსებული მძიმე ვითარება, მუდმივი რადიკალიზმი და პოლარიზება, რაც ხელისშემშლელია ქვეყნის განვითარებისათვის. მოქმედ ხელისუფლებას რესურსიც არ გააჩნია პრობლემის მოგვარების და მეტიც, სურვილიც არ გააჩნია, რადგანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას სჭირდება უკეთესი მომავალი, სწორი და ქმედითი ნაბიჯების გატარება. ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით, რომელიც გააჩნია გიორგი გახარიას გუნდს და ვუერთდებით პარტია ,,საქართველოსათვის” ‘’- განაცხადა გიორგი აბშილავამ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირბით, ,,ქართული ოცნება” და ფოთის მერია კომენტარს არ აკეთებს

მსგავსი სტატიები