სიახლე 

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა 17 08 21

დღეიდან, პირბადის გამოყენება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებშიც სავალდებულო გახდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თვეების განმავლობაში ვამბობდით, თუ რამდენად ეფექტიანია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება მეოთხე ტალღის დასაძლევად“, – აღნიშნა მინისტრმა. 10 აგვისტოს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციის თანახმად გარე სივრცეში მისი გამოყენება, 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებისას იყო სავალდებულო. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა. საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი.

მსგავსი სტატიები