სიახლე 

ჭადრაკში ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 16 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა 17 08 21

6-10 აგვისტოს რაპიდში, ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 16 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა დიანა ლომაიამ, მან 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორს დავით კოდუას ვესაუბრეთ. აღსანიშნავია,რომ მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი 26-30 აგვისტოს გაიმართება და 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩატარდება. ტურნირში 100-ზე მეტი ქვეყნის 1600-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

მსგავსი სტატიები