სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17 08 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელების დღიდან საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 490 462-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს პანდემიის გავრცელებიდან საქართველოში 6 483 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 539 ინფიცირებული. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 429 190-მდე გაიზარდა. სულ აცრილია – 831 815, დღიურად აცრილია – 25 083 ადამიანი. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ-19-ის გავრცელებიდან დღემდე სულ ინფიცირების მაჩვენებელი 6746-ს შეადგენს,აქიდან გამოჯანმრთელებული 6268 ადამიანია, ხოლო გარდაცვლილი 74. ფოტში 24 საათის განმავლბაში 372 ადამიანი აიცრა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით, აქიდან სინოვაკი 46, სინოფარმი 194, ფაიზერი 132.

მსგავსი სტატიები