იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო 08 18 21
17 აგვისტოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათების უფასოდ გაცემა დაიწყო. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია შესაძლებელი, კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა კი უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათების უფასოდ გაცემა დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დააანონსა, რომ მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ.