სიახლე 

ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა 18 08 21

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაადაწყვეტილება, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტაზე, არ ეხებოდა რიგ ქალაქებს, მათ შორის ფოთს. თუმცა ეპიდ ვითარების გაუარესების გამო ,ფოთის მერიის ცნობით, 18 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდება, თუმცა აღსანიშნავია რომ აცრაზე დარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მარშრუტები ქალაქის ოთხივე უბნიდან შესრულდება.შეგახსენებთ,რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა

მსგავსი სტატიები