ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ლეიბორისტული პარტია“ მიიღებს მონაწილეობას 30 08 21
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტული პარტია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ლეიბორისტული პარტიის ფოთის, ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მამუკა ხორავას ვესაუბრეთ, როგორც ის აღნიშნავს მიუხედავად პარტიისთვის შეწვეტილი დაფინანსებისა, ლეიბორისტული პარტია არჩევნებში აქტიუად ჩაერთვება. მამუკა ხორავა,მოსახლეობასთან წინასაარეჩევნო შეხვედრებს გეგმავს.
მისი თქმით, ფოთში არაერთი აქტუალური პრობლემაა . ,, ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის რომ როგოც ტურისტული, ისე ბიზნეს სექტორი განავითაროს“ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ფოთის, ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხორავამ. შეგახსენებთ რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტული პარტია პარტიული სიით იქნება წარმოდგენილი და მას მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლება.