სიახლე 

გავრცელებული ინფორმაციით ფოთის ნაციონალური მოძრაობის პარტიაში დაპირისპირება მიმდინარეობს 30 08 21

სოციალურ ქსელში ვრცელდება, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის ვიდეო მიმართვა, რომლითაც ის ფოთის ნაციონალური მოძრაობის პარტიაში არსებულ დაპირისპირებებზე საუბრობს.

 „არ იცით რომ ფოთის ნაციონალური მოძრაობა უკვე დასრულებული ხართ„  აცხადებს აქტივისტი.ამასთან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტია 10-მდე წევრმა დატოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ,, ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’-‘ის  ფოთის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით, მისი თქმით,პარტიის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “როგორც არასდროს ისე ვართ მჭიდროდ და ვართ მოტივირებული გამარჯვებისთვის“ – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ .

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოც. ქსელის მეშვეობით ფოთის ნაციონალური მოძრაობის პარტიაში არსებულ დაპირისპირების შესახებ ვიდეომიმართვა გავრცელდა.

მსგავსი სტატიები