სიახლე 

1 სექტემბრიდან, ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის აღება უფასოა 01 09 21

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები დღეიდან ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა.

აქციით სარგებლობის მსურველებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის იუსტიციის სახლის უფროსს, ნინო ხარჩილავას ვესაუბრეთ.

აღსანიშნავია რომ, იმ პირებს, ვინც სრულად აცრილია, იუსტიციის სამინისტრო ორი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ, ან განახევრებული ფასებით მოემსახურება. მოქალაქეები დაწესებული შეღავათების მიღებას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

მსგავსი სტატიები