სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 01 09 21

საქართველოში კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იწყებს, ერთადერთი გამონაკლისია მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ბრიგინგზე განაცხადა. „პარლამენტის თანამშრომლების დაახლოებით 70% უკვე აცრილია, რაც კარგი შედეგია, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და იმედია მალე სრულად დავასრულებთ ვაქცინაციას, რაც უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა. ამ ეტაპზე პატიმრების 70% და თანამშრომლების 80% უკვე აცრილია და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი სრულად სექტემბრის თვეში დავასრულოთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 553 697 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 497 517 გამოჯანმრთელდა, 7 482 კი, გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. სულ აცრილთა რაოდენობა – 1 210 746-ს აღწევს, დღიურად აცრილია 26 201 ადამიანი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279, ფოთში COVID-19 -ის 29 ახალი შემთხვევა . სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 7168 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6644 პაციენტი, გარდაცვლილი -77, აქტიური პაციენტი 447 მ/შორის სტაციონარშია 62, კარანტინში 11, ბინაზე 373. ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 36 პაციენტი. ფოთის „ცენტრალური საავადმყოფო ბომონდში“ 37 პაციენტი.

მსგავსი სტატიები