„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 სექტემბერს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა 03 09 21
,,ნაციონალური მოძრაობა-ის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 2 სექტემბერს ევროკავშირის ოფისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა,რომელსაც პარლამენტში არჩეულმა ოპოზიციური ძალების ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხელი აპრილში მოაწერეს და მმართველი პარტიის მიერ უკვე ანულირებულია.აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარეს ფოთში, დარეჯან ცხვიტარიას ვესაუბრეთ, მისი თქმით ხელმოწერა სულაც არ იყო დაგვიანებული. ჩიხიდან გამოსავალი, რომ მოგვეძებნა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელი მოეწერა დოკუმენტზე“ – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 სექტემბერს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.