სიახლე 

ფოთის 70-ე საოლქოში პარტიების რეგისტრაცია დასრულდა 03 09 21

ფოთის 70-ე საოლქოში პარტიების რეგისტრაცია დასრულდა. 

ცნობილია, რომ ფოთში სამი მერობის კანდიდატია წარდგენილი: პარტია „ქართული ოცნება“- ბექა ვაჭარაძე, პარტია „საქართველოსთვის“- გიორგი აბსარიძე და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ – გიგი უგულავა.

„პარტიათა ნაწილმა საბუთები შემოიტანა სრული კანონის საარჩევნო კოდექსის დაცვით, ნაწილს დაუდგინდა ხარვეზი, მათ მიეცათ ორი დღის ვადა“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში 70-ე ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ, სალომე როდონაიამ

აღსანიშნავია,რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, რეგისტრატორები, მხოლოდ საოლქოს მიერ არჩეული 8 კომისიის წევრისაგან იქნება დაკომპლექტებული.

შეგახსენებთ,რომ ფოთის 70-ე საოლქოს,რეგისტრაციისთვის სულ 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა.

მსგავსი სტატიები