სიახლე 

პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატების წარდგენას აგრძელებს 09 06 21

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ფოთის მერობის კანდიდატად, ფინანსისტი, გიორგი აბსარიძე წარადგინა.მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის ნაცნობია აქ არსებული ყველა პრობლემა. დიდი ფიქრის შემდეგ სრულად მაქვს გააზრებული ის სიძნელეები და პასუხისმგებლობა, რაც მერად არჩევის შემთხვევაში დამეკისრება. ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ ფოთი იყოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წარმატებული ქალაქი. გაავრცელა მიმართვა ფისბუკის საკუთარ გვერდზე გიორგი აბსარიძემ. ფოთში 4 სექტემბერს პარტიამ ფოთის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის მერები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.ყოფილი მინისტრის თქმით ,,ქართული ოცნება” მის მხარდამჭერებზე ზეწოლას ახორციელებს და სწორედ ამ არჩევნების შემდეგ დაიწყება ცვლილებები საქართველოში.ფოთში,მაჟორიტარი დპუტატობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურბა : 1. გიგლა თურქია 2.თამთა ქევხიშვილი 3. იური გუნია -4. გიორგი აბშილავა – 5. ზვიად მიმინოშვილი 6. მამუკა გვასალია 7. უკა შონია .შეგახსნებთ,რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე გიორი გახარიას პარტია,,საქართველოსთვის’’ საარჩევნო ნომრით ,,25’’ იყრის კენჭს, როგორც პარტიაში აცხადებენ მათი გუნდი ერთიანდება საქართველოსთვის არავის წინააღმდეგ

მსგავსი სტატიები