სიახლე 

ფოთის დატბორილი ქუჩების საკითხს აგრარული ბაზრის დირექტორი გამოეხმაურა 07 09 21

უამინდობის დროს,  ძლიერი წვიმის შემდეგ, ფოთის ქუჩები იტბორება,აღნიშნულ საკითხს, ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია ეხმაურება.

ის ქალაქში,  კერძოდ ბაზრის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო შექმნილ პრობლემაზე  სრულ პასუხისმგებლობას ფოთის მერიას აკისრებს.

კორსანტიას განცხადებით, საკითხი 2002 წლიდან  დღემდე აქტუალურია,სანიაღვრე არხები თვეში, 2 -ჯერ გაწმენდას საჭიროებს,  რაც  სრულიად ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის მერია კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი სტატიები