ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 07 09 21
საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე პედიატრიულ კლინიკებში ადგილები არის, ვინაიდან ჩვენ პიკი დაახლოებით 2 კვირის წინ გადავიარეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბავშვებთან მიმართებით სირთულეები დადგა გაცილებით უფრო ადრე, რასაც რეალურად სახელმწიფო საკმაოდ მობილიზებული შეხვდა ეკატერინე ტიკარაძემ სრულად აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი დაასახელა. 50 წელს ქვევით, სრულად აცრილებში გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. „ორჯერადად აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი 0,3%-ია“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით საქართველოში მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც მე-3 და მე-4 ტალღა იყო.
კუბა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 2-დან 11 წლამდე ბავშვების აცრა დაიწყეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 168 შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში, ფოთში COVID-19 -ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლნილი. სულ ამ პერიოდისათვის რეგისტრირებულია 7283 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6839 პაციენტი, გარდაცვლილი -77, ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 36პაციენტი. ფოთის „ცენტრალური საავადმყოფო ბომონდში“ 32 პაციენტი.