პირველკლასელთათვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება 08 09 21
განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველკლასელთათვის სასწავლო პროცესი 15 სექტემბრის ნაცვლად, 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.
რამდენად მზად არის ფოთის საჯარო სკოლები სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დასაწყებად?!
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ.
მისი თქმით ფოთის საჯარო სკოლები, კოვიდ რეგულაციის სრული დაცვით,გაანახლებს სასწავლო პროცეს.
რაც შეეხება კერძო სკოლებს,მათ,არჩევანის უფლება აქვთ, დისტანციურსა და საკლასო ოთახებში სწავლებას შორის.
აღსანიშნავია რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პედაგოგიკურ მოსაზრებას ეფუძნება, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო ოთახებში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.