პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი, გუნდთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს 09 09 21
პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი,ფოთში, გიორგი აბსარიძე მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად ის, მალთაყვის უბნის, მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიგლა თურქიასთან ერთად უბნის მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებული პრობლემები მოისმინა.
„ჩემთვის არ არის უცხო ეს პრობლემები, რადგან მე ფოთში დავიბადე, გავიზარდე და როგორც ყველა ფოთელი მეც დავდივარ ამ ქუჩებში და ვხედავ თუ რა სიტუაციაა ქალაქში“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში პარტია „საქართველოსთვის“ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიორგი აბსარიძემ.
შეგახსენებთ,რომ პარტია ,,საქართველოსთის’’ 2 ოქტომბრის არჩვენებზე, საარჩევნო ნომრით ,,25’’ იქნება წარმოდგენილი.