სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 09 09 21

საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის, ახალი წლის შემდეგ უნდა ველოდოთ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუმჯობესდება 60 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაციის მაჩვენებელი, შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება მათთვის.

ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.

 სკოლების გახსნის ფონზე, გასულ კვირას, აშშ-ში კორონავირუსი თითქმის 250 ათასს ბავშვს დაუდასტურდა. აღნიშნულ მონაცემებს ამერიკის პედიატრიის აკადემიისა და ბავშვთა საავადმყოფოების ასოციაცია ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4427 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 572 948 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 531 764 გამოჯანმრთელდა, 8 035 კი, გარდაიცვალა. ქ. ფოთში ბოლო 24 საათში COVID-19 -ის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ამ პერიოდისათვის ფოთში, რეგისტრირებულია 7321 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6940 პაციენტი, გარდაცვლილი -81, ევექსის ფოთის ჰოსპიტალშია 39 პაციენტი. ფოთის „ცენტრალური საავადმყოფო ბომონდში“ 30 პაციენტი.

მსგავსი სტატიები