სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 10 09 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება. 11 სექტემბერს, შაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +18, +20 გრადუსი. დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. 12 სექტემბერს, კვირას ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება, ღამით +19, +21 გრადუსი. ღამით მცირე წვიმას უნდა ველოდოთ. 13 სექტემბერს, ორშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი, ღამით +18, +20 გრადუსი იქნება. დღისით და ღამიც ცვალებადი ღრუბლიანობა იქნება.

მსგავსი სტატიები