სიახლე 

ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 13 09 21

დღეიდან ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

 ტრანსპორტში სამგზავრო ბარათებით გადახდის სისტემა ამოქმედდა. ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა სატრანსპორტო ან თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია ფოთის თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე, ფოთში მდებარე „სპარის“ და „ბევრილი ჯგუფის“ მარკეტებში- ღირებულება 2ლარს შეადგენს. ინტერვიუ სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

აღსანიშნავია რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში სისტემატურად ტარდება დეზინფიცირების ღონისძიებები. ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

მსგავსი სტატიები