ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბი დაარბიეს 13 09 21
ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბი დაარბიეს.
კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისში, გვიან ღამით უცნობი პირები შეიპარნენ, დააზიანეს საარჩევნო პლაკატები და მოიპარეს დროშები.
გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ მეზობლებმა ტელეფონით შეატყობინეს. ოპოზიციური პარტიის წევრები მომხდარზე პოლიციაში განცხადის შეტანას აპირებენ
. მათი თქმით ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება აგრესიას ავლენს და ცდილობს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს, რადგან მათ იციან 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გააჩნიათ.
,, რეფერენდუმი დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით , ქართველი ხალხის გამარჯვებით და ეს იქნება ,,ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი. სამწუხაროდ ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც პოლიცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია და მთლიანად სახელმწიფო ემსახურება ერთ ადამინს ბიძინა ივანიშვილს და მეტი სხვა არაფერი არ აინტერესებს. სწორედ , ამიტომაც უნდა მოვიდეთ ყველანი 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე , უნდა ვუთხრათ უარი ,,ქართულ ოცნებას“ და მივცეთ შანსი საქართველოს , რომ განვითართეს,“- განაცხადა ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას შტაბის ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში აცხადებენ, რომ აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობის “ მხრიდან მორიგ უსაფუძვლო ბრალდებას წარმოადგენს