სიახლე 

არის თუ არა საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღისთვის მზად 14 09 21

ეპიდემიოლოგების განცხადებით საქართველოში კორონავირუსის,ახალი,მეხუთე ტალღაა მოსალოდნელი. რამდენად მოახერხებს ქვეყანა ,,ახალი ტალღის” აცილებას და რას უნდა ელოდოს მოსახლეობა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ეპიდემიოლოგ ნინო ჭანტურიას ვესაუბრეთ. მისი თქმით,კოვიდთან ბრძოლაში, ვაქცინაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამასთან აუცილებელია არსებული რეგულაციების დაცვა,როგორიცაა : სოციალური დისტანცია და პირბადე. აღსანიშნავია,რომ მედიკოსები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ყურადღებას რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებენ,მათი განცხადებით, სექტემბერი და ოქტომბერი კრიტიკული თვეებია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლის გაზრდა.

მსგავსი სტატიები